ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
რუსთავის საკრებულოში ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და გეგმაზე იმსჯელეს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე კარლო ნოდია უძღვებოდა.
მიმდინარე საკითხებს შორის იყო მოქალაქის განცხადება, რომელიც აუქციონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას შეეხებოდა. კომისიამ ასევე განიხილა განკარგულების პროექტი, რომელიც საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავისთვის” მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემას ითვალისწინებს.
საკითხები, რომლებიც კომისიის წევრებს მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილე გია ანთაურმა გააცნო, დეპუტატების გადაწყვეტილებით ბიუროს გადაეცა.
სხდომას რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სტაჟირების პროგრამების მონაწილე დაესწრო.








