რუსთავში კომედიის თეატრალური ფესტივალის მეხუთე სეზონი გაიხსნა

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, რუსთავში კომედიის თეატრალური ფესტივალის მეხუთე სეზონი გაიხსნა. ფესტივალის პირველ დღეს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრის სცენა ახმეტელის თეატრის მსახიობებს დაეთმო.

ფესტივალი 15 ნოემბერს დასრულდება – ამ პერიოდის განმავლობაში, რუსთავს კომედიური ჟანრის სპექტაკლით საქართველოს სხვადასხვა თეატრი ესტუმრება. მასპინძლები კი მაყურებელს დავით კლდიაშვილის ,,სოლომან მორბელაძეს” 14 ნოემბერს წარუდგენენ.

ფესტივალის ფარგლებში, პროფესიული ჟიურის წინაშე ახალგაზრდა რეჟისორები წარდგებიან, მათგან გამარჯვებული სპექტაკლს რუსთავის თეატრში დადგამს.

ფესტივალის გახსნას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარინა ლიპარტელიანი და დეპუტატები, რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებთან ერთად დაესწრნენ.