ავარიული საცხოვრებელი შენობების გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
რუსთავში, აქტიურად ხორციელდება ავარიული საცხოვრებელი შენობების გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტები.
მიმდინარე სამუშაოებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
არქიტექტურული იერ-სახის სრული შენარჩუნებით ხდება ძველი რუსთავის ერთ-ერთი ისტორიული შენობის, სპორტის N2 საცხოვრებელი კორპუსის რესტავრაცია. პროექტი, ფასადის განახლებასთან ერთად, შენობის გადახურვას, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების და დეკორატიული აივნების მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 016 133 ლარით ფინანსდება.
დაწყებულია ძველი რუსთავის რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტიც, რომლის ფარგლებში 100 საცხოვრებელი შენობის რესტავრაცია და 8 ჰექტარი ფართობის რეკრეაციული სივრცის მოწყობაა დაგეგმილი.
პარალელურად სამუშაოები მიმდინარეობს თბილისის, მესხიშვილის, ლერმონტოვის და რუსთაველის ქუჩებზე, სადაც ისტორიული უბნის რესტავრაცია დასრულების ეტაპზეა.











