რუსთავში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამა ხორციელდება.

საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით შესრულებულ სამუშაოებს ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, მიხეილ ბერუაშვილი ფალიაშვილის ქუჩაზე გაეცნენ.

მიმდინარე ეტაპზე, სარემონტო სამუშაოები რამდენიმე საცხოვრებელი შენობის 20 სადარბაზოს უტარდება. 20 სხვადასხვა მისამართზე კი პროცესი უკვე დასრულებულია.

წლის განმავლობაში, ქალაქის მასშტაბით, ჯამში, 140 სადარბაზოს განახლებაა დაგეგმილი.

ამ ეტაპზე, ბინათმესაკუთრეთა პროგრამების ფარგლებში, რუსთავის კორპუსი, სამუშაოებს 200-მდე მისამართზე ახორციელებს.