შიდასაუბნო დასასვენებელი და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს
რუსთავში, შიდასაუბნო დასასვენებელი და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. საზოგადოებრივი სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდება თოდრიის I ჩიხის ტერიტორიაზეც.
პროექტი მოქალაქეებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა, საკრებულოს დეპუტატებთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გააცნეს.
დაგეგმილი სამუშაოები დასასვენებელი ინფრასტრუქტურის, მწვანე სივრცის, საფეხმავლო ბილიკების, დეკორატიული ფილების, გარე განათებისა და სარწყავი სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. ადგილზე, ასევე განხორციელდება არსებული სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.







