ახალ სასწავლო წელს, რუსთავში 3 ახალი საბავშვო ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას
ახალ სასწავლო წელს, რუსთავში 3 ახალი საბავშვო ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას.
მშენებლობა დასრულების ეტაპზეა მე-11 საბავშვო ბაღის ამორტიზებული შენობის ტერიტორიაზე.
პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილეებთან, საკრებულოს დეპუტატებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
ადგილზე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი სრულდება N25 საბავშვო ბაღშიც, N 31 სააღმზრდელო დაწესებულებაში კი პროცესი უკვე დასრულებულია.
მიმდინარე წელს, რუსთავში, კიდევ რამდენიმე საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი.







