შარტავას გამზირზე საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაცია ხორციელდება

რუსთავში, შარტავას გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაცია ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და გამზირის ორივე მხარეს საფეხმავლო და ველობილიკების, გარე-განათების, მწვანე სივრცეების და დასასვენებელი სკამების მოწყობას ითვალისწინებს.