თბილისის ქუჩაზე N8 კორპუსის გამარგება-რესტავრაცია მიმდინარეობს

თბილისის ქუჩაზე ავარიული საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.

N8 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, ვახტანგ გორგასლის სახელობის ადმინისტრაციული ოლქის მაჟორიტარ დეპუტატთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და კორპუსის საძირკვლის გამაგრებას, კარ-ფანჯრების და სახურავის შეცვლას, ფასადის სრულ რეაბილიტაციას და აივნების რესტავრაციას ითვალისწინებს.

თბილისის ქუჩაზე გამაგრება-რესტავრაცია უკვე ჩაუტარდა N4, N16 და N20 ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებს და სრულად განახლდა ქუჩის შუაგამყოფი რეკრეაციული სივრცე.