რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება – პროექტი ქალაქის ისტორიული უბნების რესტავრაციის ფარგლებში ხორციელდება.

სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამეტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნენ.

რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე პროცესი 9 საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს.

პროექტით, შენობების გამაგრება, სახურავისა და ფასადის რეაბილიტაცია, დეკორატიული აივნების, გარე განათების და ახალი კარ-ფანჯრების მოწყობააა გათვალისწინებული. სრულად შენარჩუნდება ძველი ქუჩის ავთენტური იერ-სახე.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.