სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა
საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ამირან ჯანჯღავა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა საკრებულოს დადგენილებაში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომელიც მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულებაში ცვლილებებს ითვალისწინებს.
დადგენილების პროექტის მიხედვით, ზუსტდება და სამსახურის დებულებაში იურიდიულად ჩაიწერება ეკონომიკური განვითარების განყოფილების ფუნქცია-მოვალეობები. უფლებამოსილების ფარგლებში განყოფილება უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტთან დამეგობრებული ქალაქების, დიპლომატიური კორპუსის და საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზებას და ადმინისტრირებას.
საკითხი კომისიის წევრებს მერიის ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების უფროსმა ანა კაპანაძემ გააცნო და დეპუტატების გადაწყვეტილებით საკრებულოს ბიუროს გადაეცა.





