ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა

საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და გეგმა განიხილა.

სხდომას კომისიის თავმჯდომარე კარლო ნოდია უძღვებოდა.

საკითხები, რომლებიც კომისიის წევრებს მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილე გია ანთაურმა გააცნო, დეპუტატების გადაწყვეტილებით ბიუროს გადაეცა.