საკრებულოში, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული, 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება დაიწყო
დღეიდან, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ, ინიცირებული, 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება დაიწყო.
პროგრამის მონაწილეებს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, პირველ მოადგილესთან და აპარატის ხელმძღვანელთან ერთად შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრაზე, სტუდენტებმა საკებულოს საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უშუალოდ გადაწყვეტილებების მიმღები პირებისგან მოისმინეს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები სტაჟირებას საკრებულოს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილებებში გაივლიან.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მონაწილეები რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წელს პირველად მიიღო – სტუდენტები კონკურსის წესით შეირჩნენ.








