საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

რუსთავის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ვეფხვაძე ხელმძღვანელობდა.

კომისიამ 2026 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილება განიხილა, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შემოსავლების ზრდამ გამოიწვია.

კომისიის წევრებმა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მამუკა მამაიაშვილისგან 2026 წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში მოისმინეს.

ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებას კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს და საკითხი ბიუროზე გადავიდა.