საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მუზაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი კარლო ნოდია ახალგაზრდული პროექტის მონაწილეებს შეხვდნენ
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მუზაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი კარლო ნოდია პროექტის ,,მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდნენ.
დეპუტატებმა ქალაქის განვითარების პროცესში საკრებულოს როლზე გაამახვილეს ყურადღება და პროექტის წარმომადგენლებს, საკუთარი, სამუშაო გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი შეეხო ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას.
სტუდენტებმა პროექტის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული ინიციატივები კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს.
,,მერის ახალგაზრდა წარმომადგენელის“ მონაწილეები, სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის, შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში ანაზღაურებად, პრაქტიკულ საქმიანობას დაიწყებენ.











