შეხვედრა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულ გუნდებთან
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული N2 და N5 საჯარო სკოლების გუნდებს შეხვდნენ.
მოსწავლეები ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, მერიის სტიპენდიას მიიღებენ. ფულადი ჯილდო გადაეცემათ წარმატებული მოზარდების სპორტის მასწავლებლებსაც.
ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით 2015 წლიდან, ყოველწლიურად იმართება და სპორტის 8 სახეობას მოიცავს. წელს, რუსთაველმა მოსწავლეებმა ჩემპიონის სტატუსი კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში მოიპოვეს.







